- პირველ რიგში, დაადგინეთ მოსწავლის განვითარების უახლოესი დონედა სწავლების დროს გაითვალისწინეთ ეს დონე.
- სწავლება მიმართული უნდა იყოს ზედა ზღვრისკენ.
- შესთავაზეთ მოსწავლეებს დახმარება, მაგარამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. დაეხმარეთ მოსწავლეებს, შეადგინონ ახალი ამოცანის გადაჭრის გზები.
- აჩვენეთ მოსწავლეებს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოცემული დავალების შესრულება.
- რთული დავალება რამდენიმე პატარა, უფრო მარტივ ნაწილებად დაყავით.
- მიეცით კონკრეტული მითითებები/მიმართულება.
- დაუსვით კითხვები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, მოიფიქრონ გადაჭრის გზა.
- გაუღვიძეთ მოსწავლეებს დავალების შესრულების მოტივაცია.
- დროდადრო შეახსენეთ მოსწავლეებს, თუ რა არის მათი მიზანი მოცემული დავალების შესრულების დროს.
- ხშირად შეაფასეთ მოსწავლეების პროგრესი და გაამხნევეთ ისინი.
- სწავლების პროცესში თქვენ მოსწავლის მეგზური და მრჩეველი უნდა იყოთ, და არა მისი მმართველი და ხელმძღვანელი.
- გამოიყენეთ უფრო კომპეტენტური თანატოლები მასწავლებლის როლში.
- წაახალისეთ ბავშვები, რომ გამოიყენონ ეგოცენტრული მეტყველება, განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულების დროს.
четверг, 22 октября 2015 г.
რჩევები მასწავლებელს - ლევ ვიგოტსკი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий