"ვენის დიაგრამა" კოგნიტური სქემებიდან ერთ–ერთია, იგი საორგანიზაციო სქემაა.
კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში ეხმარება.
"ვენის დიაგრამა" წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეწირს. ორი მოვლენის, საგნის შედარებისას I და III ნაწილებში ვწერთ განსხვავებულ ნიშან–თვისებებს, ხოლო II –ში– მსგავსს.
"ვენის დიაგრამის" ისევე, როგორც სხვა სააზროვნო სქემების, დახმარებით მოსწავლე :
მე ხშირად მიწევს უკვე არსებული სქემების გადამუშავება, შეცვლა, კომპონენტების მიმატება ან დაკლება, იმისდა მიხედვით, თუ რა მჭირდება კონკრეტული ნაწარმოების შესწავლისას.
P.S. დამატება 28.10.11
ამ წამს წავაწყდი ერთ–ერთ სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ფოტოს, თან ვენის დიაგრამას ეხება, თან ქართულის მასწავლებელს, ამიტომ ვამატებ.

- ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
- ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
- შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
- ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
- სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
- ახალი მასალის გაცნობა–წარდგენისას;
- ათვისებული მასალის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
- ტექსტის კითხვისა და დამუშავების დროს;
- წერითი სამუშაოს დაწყების წინ;
- საშინაო დავლებების, ასევ საკლასო სამუშაოების ჩატარების დროს;
- გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს.
მე ხშირად მიწევს უკვე არსებული სქემების გადამუშავება, შეცვლა, კომპონენტების მიმატება ან დაკლება, იმისდა მიხედვით, თუ რა მჭირდება კონკრეტული ნაწარმოების შესწავლისას.
P.S. დამატება 28.10.11
ამ წამს წავაწყდი ერთ–ერთ სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ფოტოს, თან ვენის დიაგრამას ეხება, თან ქართულის მასწავლებელს, ამიტომ ვამატებ.
თან ხუმრობით დავასრულებ პოსტს. :)
Комментариев нет:
Отправить комментарий