- ჰუმანისტური თეორია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იძენენ ადამიანები ემოციებს, შეხედულებებს, ღირებულებებსა და სოციალურ უნარ–ჩვევებს.
- ჰუმანისტური ფსიქოლოგია აერთიანებს ბიჰევიორისტულ და ფსიქოანალიტიკურ მიდგომებს.
ფსიქოანალიტიკურ მიდგომას კი ადამიანის ქცევის ძირითად წარმმართველ ძალად შინაგანი, არაცნობიერი ძალები მიაჩნდა.
მასლოუ კი მიიჩნევს, რომ ადამიანის ქცევას ორივე, შინაგანი და გარეგანი, სტიმულები აკონტროლებენ.
- ჰუმანისტი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს ბუნებრივი მიდრეკილება გააჩნიათ სიკეთისკენ, შემოქმედებისკენ, სიყვარულისკენ.
- ადამიანის ქცევის ახსნისა და გაგებისთვის მნიშვნელოვანია სამყარო დავინახოთ მათი თვალით.
- ყველაზე ცნობილი ჰუმანისტური თეორიებია – კარლ როჯერსისთეორია და აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია.
- როჯერსის აზრით, ადამიანი, არსებითად, კარგი და კეთილი არსებაათვითრეალიზაციის (= > მიდრეკილება ზრდისა და უნიკალური შესაძლებლობების გამოვლენისა.) თანდაყოლილი მიდრეკილებით.
- ადამიანები, რომლებიც სწორად შეიცნობენ საკუთარ თავს (გემოვნებას, შეაძლებლობებს, ფანტაზიებს, ნაკლოვანებებს, სურვილებს) თვითრეალიზაციის გზაზე დგანან.
- თვითრეალიზაციის პროგრესი უფრო ნელია იმ ადამიანებში, რომლებსაც არასწორი წარმოდგენა აქვთ „საკუთარ მე“–ზე.
- როჯერსის აზრით, იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა,კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია.
- ბავშვებს პატარა ასაკიდანვე სჭირდებათ სხვა ადამიანების მოწონება – უპირობო, დადებითი შეფასება.
- ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არამარტო მისი თვითრალიზაციისადმი სწრაფვა, არამედ ისიც, თუ როგორ აფასებენ მას სხვა ადამიანები.
- ადამიანები ხშირად ისე იქცევიან, რომ იგი მოეწონოთ, ეს კი ხელს უშლის თვითრეალიზაციისადმი ტენდენციას, ამახინჯებს მათ გრძნობასა და განცდას. ასეთი ადამიანები ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე დგანან.
- იდეალურია, თუ ადამიანის თვითრალიზაციისადმი ტენდენცია და საზოგადოების აზრი ემთხვევა ერთმანეთს.
- როჯერსის აზრით, მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, რომელმაც„ისწავლა– როგორ უნდა ისწავლოს“.
- არანაირი ცოდნა არ არის ურყევი და უცვლელი და მხოლოდ ცოდნის ძიების პროცესი გვაძლევს სიმყარის საფუძველს.
- როჯერსი განასხვავებს სწავლის ორ სახეობას: დაზეპირებიასა დაგამოცდილებით სწავლას.
- როჯერსის ჰუმანისტური თეორიის დებულებები:
- მასწავლებელი სწავლის ფასილიტატორია (ხელის შემწყობი) –ტრადიციული შეხედულებით, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა გადასცეს ცოდნა, როჯერსის აზრით კი, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე დამოუკიდებლად წარმართავს სწავლის პროცესს.
- გულწრფელობა და რეალურობა ხელს უწყობს სწავლას. –მასწავლებელმა არ უნდა ითამაშოს თავისი როლი, არამედ რეალურად და გულწრფელად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი.მასწავლებელი რეალური ადამიანია, რომელსაც არ გააჩნია პროფესიული ფასადი.
- დაფასება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, პატივისცემა და ნდომა ხელს უწყობს სწავლას.
* მოსმენა
*პასუხის გაცემა და რეაგირება
- ემპათია ხელს უწყობს სწავლას – მასწავლებელს მხოლოდ მაშინ შეუძლია კარგად გაიგოს მოსწავლის გრძნობები და შეხედულებები, როცა მას გააჩნია სამყაროს მოსწავლის თვალთახედვიდან დანახვის უნარი.
19. მასლოუს აზრით, ადამიანს გააჩნია 5 ძირითადი სახის მოთხოვნილება:
I. ფიზიოლოგიური –კვება, წყურვილი, ძილი, გამრაგვლება და ა.შ.
II. უსაფრთხოება – სტაბილურობა, დაცვა, წესრიგი, უსაფრთხოება
III. სიყვარული და მიკუთვნება – ოჯახი, ჯგუფი, ურთიერთობები, ზრუნვა, თანაგანცდა.
IV. დაფასება – მიღწევა, სტატუსი, პასუხისმგებლობა, რეპუტაცია
V. თვითრეალიზაცია – პიროვნების განვითარება და რეალიზაცია.
20. მასლოუს თეორიის თანახმად, ადამიანები მხოლოდ მაშინ შეეცდებიან მაღალი დონის დაკმაყოფილებას, როცა ისინი შეძლებენ, ნაწილობრივ მაინც, დაიკმაყოფილონ ის მოთხოვნილებები, რომლებიც იერარქიის ქვედა ნაწილშია მოთავსებული21. მასლოუ აცნობიერებდა, რომ თვითრეალიზაციაა ძალიან რთული ამოცანაა. მისი ვარაუდით, მას ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 1% აღწევს.
22. ძალიან მნიშვნელოვანია მასლოუს პირამიდის გათვალისწინება სასწავლო პროცესში.
23. მასლოუს იერარქიულ მოდელში გარეგანი სტიმულები (გარეგანი მოტივაცია) ქცევას აღძრავს პირველ ორ– ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების მოთხოვნილებების – დონეზე, დანარჩენ სამ დონეზე კი ადამიანის ქცევასშინაგანი სტიმულები (შინაგანი მოტივაცია) უდევს საფუძვლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий