четверг, 22 октября 2015 г.

როლური თამაშები / სიმულაცია

  1. სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება ახალისებს სასწავლო პროცესს და უფრო საინტერესოს ხდის მას მოსწავლისათვის.
  2.      სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია.
  3.      სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება, არსებობდეს. ერთი სიტყვით, სიმულაცია რეალობის გათამაშებაა.
  4.      სიმულაცია შეიძლება, გათამაშდეს ადამიანის მონაწილეობით და კომპიუტერის მეშვეობით.
  5.    სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით როლური თამაში ეწოდება.
  6.       სასურველია, ეს სტრატეგია გამოვიყენოთ რთული თემის დამუშავებისას.
  7.       თამაშისაგან განსხვავებით, სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული.
  8.       როლური თამაში 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:
  •        სიტუაცია;
  •        როლური თამაში;
  •      საკლასო დისკუსია. 
9.      როლური თამაშები ხელს უწყობს:
  •    საკითხის ღრმა წვდომას;
  •  მის ემოციურ დონეზე გათავისებას (როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის როლსაც განასახიერებს); 
  •  საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას;
  • ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;
  •  სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას;
  • მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას;
  •  ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • ემპათიის (თანაგანცდის) განვითარებას.
10.  სიმულაციის ორგანიზებისთვის აჭიროა, მასწავლებელმა:
  •  წაახალისოს მოსწავლეები იმპროვიზაციისთვის;
  •  მოამზადებინოს მოსწავლეებს სცენარი ან რამე მარტივი მონახაზი მოქმედებისა;
  •    გადაანაწილოს როლები;
  • დადგმის არსი და მიზანი ჩამოაყალიბოს (სასურველია, წერილობით);
  •  შეძლებისდაგვარად, დაამზადებინოს მოსწავლეებს მარტივი დეკორაციები, თვითნაკეთი რესურსები, მარტივი კოსტიუმები.

11. გარდა დადებითი ეფექტებისა, გასათვალისწინებელია რამდენიმე სირთულე, რომელიც როლური თამაშების გამართვის შემთხვევაში წარმოიშობა:
  •     როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან კარგად განვითარებულ წარმოსახვის უნარს მოითხოვს!
  •    როლური თამაშების დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ზედმეტად არაფორმალური დამოკიდებულება, რაც შემდგომში გაკვეთილის  მართვის პროცესს  ხელს შეუშლის.
12. როლური თამაშების დასრულების შემდეგ ეტაპზე , სასურველია, მოხდეს ჩატარებული სამუშაოს განხილვა  და შეფასება. ამისთვის კი მიზანშეწონილია საკლასო დისკუსიისგამოყენება.

Комментариев нет:

Отправить комментарий