вторник, 20 октября 2015 г.

სოციალური განვითარება

  სოციალური განვითარება  მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
2.      სოციალური უნარ–ჩვევებია: ამ ჩვევებს იძენენ თანატოლებთან ურთიერთობისას:მოლაპარაკება, დარწმუნება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა, ემოციური კონტროლი და კონფლიქტების გადაჭრა.
3.      თანატოლებთან ურთიერთობა ბავშვს ეხმარება ეგოცენტრიზმის გადალახვაში.
4.      ექსპერტები თანატოლთა შორის სტატუსის მქონე 5 სახეობას გამოყოფენ:
  • პოპულარული ბავშვები (უმრავლესობას მოსწონს, კარგი სოციალური უნარ–ჩვევები აქვთ)
  •  ჩვეულებრივი ბავშვები (საშუალო სიხშირით ასახელებენ იმ ბავშვთა რიცხვში, რომელიც მოსწონთ ან არ მოსწონთ).
  •  სადავო ბავშვები  (ასახელებენ მეგობართა რიცხვში, თუმცა ეს სადავოა მეორე ნაწილისთვის).
  •  უგულებელყოფილი ბავშვები  (იშვიათად ასახელებენ იმ ადამიანთა რიცხვში, რომელიც მოსწონთ. ხშირად წყნარნი არიან და მარტო ყოფნა უყვართ.ზოგისთვის ეს სტატუსი დროებითია).
  •    უარყოფილი ბავშვები (უმრავლესობას არ მოსწონს, არ აქვს განვითარებული სოციალური უნარ–ჩვევები.შეიძლება დაჩაგვრის მსხვერპლი გახდეს).


5.      პიაჟეს განვითარების სტადიებზე დაყრდნობით იცვლება ბავშვის შეხედულება მეგობრობასთან დაკავშირებით:
  • 3–7 წ – მეგობრობა დროებითი მოვლენაა, მეგობარი პარტნიორია თამაშში და მხოლოდ.
  • დაწყებითი კლასები – მეგობარი კომპანიონია, ნუგშისმცემელია, უსაფრთხო გარემოს შემქმნელია.
  • მეშვიდე კლასიდან– მეგობრები მხარდაჭერის ისეთივე წყაროს წარმოადგენენ, როგორც მშობლები.
  • მეათე კლასიდან – უფრო მეტად ენდობიან მეგობრებს , ვიდრე მშობლებს.

6.      სოციალური ცნობიერება  გულისხმობს ბავშვების უნარს დაინახონ და ანგარიში გაუწიონ სხვა ადამიანების აზრებსა და გრძნობებს.
7.      გონების თეორია Theory of Mind – ბავშვებს ზრდასთან ერთად უყალიბდებათ სხვა ადამიანების გონებრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობის უფროდაუფრო კარგად გაგების უნარი.

8.      სოციალური ინფორმაციის გადამუშავება– მოიცავს იმ გონებრივ პროცესებს, რომლებსაც ბავშვები იყენებენ სოციალური მოვლენების გასაგებად, ასახსნელად და სამოქმედოდ, სხვა ადამიანების მოქმედებისადმიყურადღების მიქცევას და მათი მნიშვნელობის ახსნას.

9.      აგრესიული საქციელი (ხშირია ბიჭებში). არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანისადმი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას.

10.   ურთიერთობებში გამოხატული აგრესია (ხშირია გოგონებში) კი მოიცავს ყველა ქმედებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მეგობრობასა და სხვა ურთიერთობებზე. (თანატიოლის ჯგუფიდან გარიყვა, ბოროტი  ჭორები)

11.  აგრესიული მოსწავლეების ორი ჯგუფი:

·         მოსწავლეები, რომლებიც განზრახ ჩადიან აგრესიულ საქციელს.
·         მოსწავლეები, რომლებიც აგრესიას უპირისპირებენ ძირითადად პროვოკაციას, გამოწვევას და გაბრაზებას.
12.  აგრესიის გამომწვევი ფაქტორები:
  • სამყაროს სხვა ადამიანის თვალით დანახვის უნარის ნაკლებობა
  • სოციალური სიგნალების არასწორი ინტერპრეტაცია (აგრესიული მოსწავლეები სხვა ადამიანების ქმედებაში მტრულ განზრახვას ხშირად არასწორად ხედავენ)ეგოისტური მიზნების სიჭარბე.
  • სოციალური პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებობა. (არ გააჩნიათ კომპრომისზე წასვლის, მოლაპარაკების უნარი, ურჩევნიათ აგრესიით პრობლემის გადაჭრა).
  • რწმენა იმისა, რომ აგრესია მისაღები და ეფექტურია.
13.  კლასში მიუღებელი მოქმედებებია:
  • უყურადღებობა
  •   უგულისყურობა
  •  აგრესია
  •  უარყოფითი კომენტარები
14.  განვითარების სოციალური კონტექსტი არის ოჯახი და სკოლა.
15.  მშობლების აღზრდის 4 სტილი:
  • ავტორიტეტული - ყველაზე ეფექტური
  • ავტორიტარული
  •  თავის ნებაზე მიშვებული
  • ნაკლებად მზრუნველი

Комментариев нет:

Отправить комментарий