четверг, 22 октября 2015 г.

რჩევები მასწავლებელს - ბიჰევიორისტები

  1. შექმენით ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსწავლეთა ქცევას.
  2.       დაადგინეთ, რომელი კონკრეტული სტიმული ახდენს ზეგავლენას მოსწავლეთა ქცევაზე.
  3.      მხოლოდ მაშინ დაასკვენით, რომ მოსწავლეებმა რაღაც ისწავლეს, როცა მათ აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაში ცვლილებებს დაინახავთ.
  4.     თუ გსურთ, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, იზრუნეთ, მათ თანხვედრაზე დროში.
  5.       თითოეულ მოსწავლეს ცალ–ცალკე დაუთმეთ დრო, განსაკუთრებით კი ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად გარიყულნი არიან.
  6.      იშვიათად გამოიყენეთ კონკრეტული განმამტკიცებელი სტიმულები(ტკბილეულობა, ფლომასტერები, სათამაშოები...)
  7.      იზრუნეთ, რომ მოსწავლეთა ნიშნები დამოკიდებული იყოს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
  8.      მიეცით მოსწავლეებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების საშუალება.
  9.      წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის სასურველი ქცევა.
  10. განსაზღვრეთ, რა კონკრეტული შედეგი წარმოადგენს განმამტკიცებელ სტიმულს თითოეული მოსწავლისათვის.
  11. გარეგანი განმამტკიცებელი სტიმულები მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა მოსწავლეები მათ გარეშე აღარ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს. 
  12.   ნათლად დაუკავშირეთ ერთმანეთს საპასუხო ქცევა და შედეგი.
  13. განმამტკიცებელი სტიმული გამოიყენეთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
  14.   გაუკეთეთ მონიტორინგი  მოსწავლეთა  პროგრესს.
  15.   გახსოვდეთ, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია.

Комментариев нет:

Отправить комментарий