ძირითადი პოსტულატები
- ბავშვთა შეხედულებები და მორალური პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია.
- კოლბერგი ადამიანის მორალური განვითარების სამ დონეს გამოჰყოფს. ამ დონეებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანმიმდევრობით გაივლის. შეუძლებელია, რომელიმე მათგანის გამოტოვება და გადახტომა:
- პრეკონვენციური დონე – პატარა ბავშვები ძირითადად ამ დონეზე იმყოფებიან, თუმცა მაღალკლასელებისა და მოზრდილი ადამიანების ნაწილიც ამ დონეს აკმაყოფილებს.
- პრეკონვენციურ დონეს ახასიათებს:
- საქციელის განსაზღვრა შედეგის მიხედვით; (დავსაჩუქრდები თუ დავისჯები). არასწორი საქციელი თუ შენიშნეს, ცუდია, თუ ვერა– სწორია.
- საქციელის განსაზღვრა საკუთარი სარგებლობის მოტანის კუთხით.(თუ შენ დამეხმარები, მეც დაგეხმარები). სწორია საქციელი, რასაც სარგებელი მოაქვს შენთვის.
6. კონვენციურ დონეს ახასიათებს:
- ადამიანის ქცევა, რომელიც სხვას მოეწონება, ესიამოვნება, საქციელით მოწონების დამსახურება. (სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ).
- კანონისა და წესის მორჩლება, სხვაგვარად საზოგადოებაში წესრიგი არ იქნება.
- ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების ცვლილებას, წესების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.
8. პოსტკონვენციურ დონეს ახასიათებს:
- ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით.
- ფიქრობენ, რომ წესები აუცილებელია, თუმცა თუ არ პასუხობენ საზოგადოების ინეტერესებს, საჭიროა მათი შეცვლა.
- გააჩნიათ უნივერსალური ეთიკის პრიცნიპები, შეიძლება, არ დაემორჩილონ კანონებს, რომლებიც მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
Комментариев нет:
Отправить комментарий