вторник, 20 октября 2015 г.

ლევ ვიგოტსკი – სოციო–კულტურული თეორია

ციო–კულტურული თეორია – ლევ ვიგოტსკიმ  ჩამოაყალიბა.                                      სოციო– კულტურული თეორია ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე.
2.     თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟსა და ვიგოტკის ნაშრომებს. ამ ორი მეცნიერის ნაშრომებს განასხვავებს რამდენიმე ასპექტი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.
     ლევ ვიგოტსკი VS პიაჟე


  1. პიაჟე: ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს და შეიმეცნებს სამყაროს, თავად მართავს თავისი კოგნიტური განვითარების პროცესს.
  2. ვიგოტსკი: საზოგადოება და კულტურა  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას.


  •  პიაჟე: განვითარება წინ უძღვის სწავლას.  ბავშვს ჯერ  გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები (სქემები) უნდა ჩამოუყალიბდეს, რათა შეძლოს სამყაროს შეცნობა. 
  • ვიგოტსკი: სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულს სიმბოლოებს სხვა ადამიანების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.


თვითრეგულირების უნარი –  ვიგოტსკის აზრით, განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა ისეთ გათავისებას, როცა მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია აზროვნება
და პრობლემების გადაჭრა.
  1. პიაჟე: ბავშვი დამოუკიდებლად შეიმეცნებს სამყაროს
  2. ვიგოტსკი : სულაც არ არის აუცილებელი უკვე არსებული ცოდნის თავიდან აღმოჩენა. სოციალური კომუნიკაციის შედეგად ბავშვი  ვითარდება. ბავშვის აზროვნება ვითარდება უფრო მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაციის შედგად.
ვიგოტსკი: ცოდნა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა საზოგადოებაში და ბავშვმა ის სოციალური კომუნიკაციების საშუალებებით უნდა გაითავისოს

3.     ვიგოტსკიმ გამოყო :
განვითარების უახლოესი ზონა – მანძილი ბავშვის რეალური განვითარების დონესა და პოტენციური განვითარების დონეს შორის. ეს ზონა  გულისხმობს იმ ამოცანათა და მოქმედებათა მრავალფეროვნებას, რომელთა შესრულება ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია და ახერხებს მხოლოდ უფროსის დახმარებით.
   
ვიგოსტკიმ განასხვავა ბავშვის განვითარების დონეები: 

  • განვითარების ამჟამინდელი/არსებული დონე => ბავშვს დავალებების შესრულება დახმარების გარეშე შეუძლია


  • განვითარების პოტენციური  დონე => სხვების მხარდაჭერით შეუძლია  , ან სხვების დახმარების მიუხედავად, მაინც არ შეუძლია.
5.     სკაფოლდინგი (Scaffolding)  – („ხარაჩოს დადგმა“. შენობის გამყარების შემდეგ ხარაჩო საჭირო აღარაა).დამხმარე საშუალებთა სისტემა.სკაფოლდინგი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგებში ჯდება.
6.     ვიგოტსკის აზრით, ენის დახმარებით
1)    მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი ხდება ცოდნა, რომელიც სხვებს აქვთ.
2)    ენა კოგნიტური იარაღია, რომელიც მოსწავლეებს აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.
7.     ეგოცენტრული მეტყველება  – მეტყველების თვითრეგულირებისთვის გამოყენება.ეგოცენტრული მეტყველებიდან შინაგან მეტყველებაზე გადასვლა დაახლოებიოთ 3–7 წლის ასაკში ხდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий