вторник, 20 октября 2015 г.

"კორნელის გრაფა"

ამჯერად უნდა ვისაუბროთ სტრატეგიაზე, რომელსაც აქტიური კითხვის მეთოდთან ერთად ვიყენებთ.
მასწავლებლის მოთხოვნა 1 : მოსწავლეებს სთხოვს, გადახედონ დასამუშავებელ მასალას.
მასწავლებლის მოთხოვნა 2: მოსწავლეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები– "რა ვიცი მოცემული საკითხის შესახებ?", "რისი სწავლისა და გაგების იმედი მაქვს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?"
მასწავლებლის მოთხოვნა 3: მოსწავლეებმა უნდა ჩაინიშნონ თავისი პასუხები "კორნელის გრაფაში" (წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ  ცხრილი. იხ. პოსტის ბოლოს). მოსწავლეები პირველ ეტაპზე ავსებენ ადგილს პირველადი კომენტარისთვის.
მასწავლებლის მოთხოვნა 4 : მოსწავლეებმა ტექსტის კითხვის პარალელურად უნდა დასვან კითხვები – რა?ვინ? სად? როდის? როგორ?რატომ? და ჩაინიშნოს ინფორმაცია შესაბამის გრაფაში
მასწავლებლის მოთხოვნა 5: მოსწავლეებმა ხელახლა უნდა წაიკითხონ თავისი შენიშვნები და"კორნელის გრაფაში" გაკეთებულ პირველად კომენტარებს დაურთონ მეორეული, უკვე ემოციური კომენტარები და შესწორებები. ამით შეავსებენ გრაფის მეორე ნაწილს. 

ამ სტრატეგიის შესრულებას, როგორც წესი, მოსდევს მოსწავლეთა შორის აზრის გაზიარება და საკლასო დისკუსია.


                                                  კორნელის გრაფა

კორნელის გრაფა

Комментариев нет:

Отправить комментарий