понедельник, 19 октября 2015 г.

ჰუმანისტური თეორია (კარლ როჯერსი, აბრაჰამ მასლოუ)

ძირითადი პოსტულატები

  1.       ადამიანის ქცევა გარეგან სტიმულზე (გარემო რეალობაზე) უფრო მეტად სუბიექტურ გამოცდილებაზე (სუბიექტურ რეალობაზე) არის დამოკიდებული.
  2.       ადამიანს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს სიკეთისკენ, შემოქმედებისა და სიყვარულისკენ.
  3.       თვითრეალიზაციის ტენდენცია თანდაყოლილი უნარია, რომელიც აღზრდის შედეგად ყალიბდება. ის გულისხმობს ადამიანის განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
  4.       პიროვნული ზრდა წინააღმდეგობების გადალახვის, პრობლემის გადაწყვეტის გამოცდილების შედეგია.
  5.       როჯერსის აზრით, იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია.
  6.      მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, რომელმაც ისწავლა– როგორ ისწავლოს.
  7.     მასწავლებელი სწავლის ფასილიტატორია. იგი ხელს უწყობს ისეთი პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე დამოუკიდებლად წარმართავს პროცესს.
  8.       როჯერსი გამოყოფს სწავლის ორ სახეს : კოგნიტურს (ლექსიკონის გამოყენება, გამრავლების ტაბულის ათვისება) და გამოცდილებაზე დაფუძნებულს (ხასიათდება პიროვნული ჩართულობით, მოსწავლის ინიციატივით, სწავლის შედეგების თვითშეფასებით).
  9.       მასლოუმ შეადგინა 5საფეხუარიანი პირამიდა, რომელიც ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს იერარქიის მიხედვით ალაგებს. (ფიზიოლოგიური –> უსაფრთხოება –> სიყვარული  და მიკუთვნება –>დაფასება –> თვითრეალიზაცია).
  10.  მასლოუს თეორიის თანახმად, ადამიანები მხოლოდ მაშინ შეეცდებიან პირამიდის შემდეგ საფეხურზე გადასვლას, როცა ისინი შეძლებენ, ნაწილობრივ მაინც, დაიკმაყოფილონ ის მოთხვოვნილებები, რომლებიც წინა საფეხურზეა.
  11.   ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული.
  12.   მასლოუს იერარქიულ მოდელში გარეგანი სტიმულები (გარეგანი მოტივაცია) ქცევას აღძრავს პირველ ორ (ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების) დონეზე, დანარჩენ სამ დონეზე (სიყვარული და მიკუთვნება, დაფასება, თვითრეალიზაცია) კი ადამიანის ქცევას შინაგანი სტიმულები (შინაგანი მოტივაცია) უდევს საფუძვლად.
  13.   სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება.
  14.  სწავლების პროცესი მიუღებელი და საშიშია მოსწავლისთვის, როდესაც მე–ს საფრთხე ექმნება (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსწავლის შიშისა და შფოთვის მინიმუმამდე დაყვანა.
  15.   სწავლაში მოსწავლის მხრიდან გამოვლენილ იიციატივას ხალგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий