вторник, 20 октября 2015 г.

"თეორია ერთი"

დევიდ პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს", ეს კითხვები გვეხმარება განათლების მიზნების მიღწევაში. კითხვას, როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.
 ამ თეორიის მიხედვით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ, საჭიროა:
  1. მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად.
  2. გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომელიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გაგებაში დაეხმარება.
  3. რჩევებითა და კომენტარებით მივაწოდოთ ინფორმაციული შეფასება;
  4. ვიზრუნოთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий