четверг, 22 октября 2015 г.

რჩევები მასწავლებელს - ერიკ ერიკსონი

  1. წაახალისეთ სკოლამდელი ბავშვები გამოიჩინონ ინიციატივა.
  2.       ჩართეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვები ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათ წარმოსახვის უნარს გააძლიერებს.
  3.      პერიოდულად მიეცით შესაძლებლობა, თავად აირჩიონ , რისი გაკეთება სურთ.
  4.      სკოლამდელი ასაკის ბავშვები წაახალისეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ერთმანეთთან. ამ ასაკის ბავშვებს თამაში ხელს უწყობს, რომ განვითარდნენ არა მხოლოდ სოციო–ემოციურად, არამედ კოგნიტურადაც.
  5.       დაეხმარეთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გახდნენ ბეჯითნი დაშრომისმოყვარენი.
  6.       მასწავლებელმა უნდა დაანახოს ბავშვს, რომ მას რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც ვერც კი წარმოიდგენდა.
  7.       დაწყებით კლასებში მასწავლებელმა მოსწავლეებს ისეთი დავალებები უნდა მისცეს, რომელიც მათგან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ აღემატება მათ შესაძლებლობებს.
  8.       მტკიცედ მოსთხოვეთ ბავშვებს იყვენე პროდუქტიულნი, მაგრამ ზედმეტად არ გააკრიტიკოთ ისინი.
  9. განსაკუთრებული  მოთმინებით მოეკიდეთ ბავშვების უნებლიე შეცდომებს.
  10.   ხელი შეუწყეთ პიროვნების განვითარებას მოზარდებში.
  11.   წააქეზეთ მოსწავლები დამოიუკიდებლად იაზროვნონ.
  12.   გამოაკვლევინეთ მოზარდებს, რა სურთ  ცხოვრებაში.
  13.   წაახალისეთ, რომ მოუსმინონ რელიგიურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკიტხებთან დაკავშირებულ დისკუსიებს, ეს მათ პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
  14.   გააანალიზეთ, ერიკსონის მიხედვით, ფსიქო–სოციალური განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფებით თავად თქვენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий