ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
რატომ ჰქვია ამ მეთოდს ასე?
სენდვიჩი შედგება ორი პურის ნაჭრისა და შუაში განთავსებული ხორცისაგან. კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს.(შეგვიძლია, სხვაგვარად "2+1" მეთოდი ვუწოდოთ, სადაც 2 –კომპლიმენტი, ქებაა, ხოლო 1– რჩევა, შენიშვნა)
პური = კომენტარის გაკეთებისას პირველ რიგში უნდა ვუთხრათ დადებითი შეფასება, კომპლიმენტი,
ხორცი = შემდეგ მოვაყოლოთ რჩევა, შენიშვნა, კრიტიკა,
პური = დაბოლოს, – ისევ კომპლიმენტი.
"სენდვიჩის მეთოდით" ერთმანეთის შეფასება ძალიან ახალისებს ბავშვებს. ცდილობენ კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები აღმოაჩინონ.

მაგალითად, მოსწავლის თხზულების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს: "ყოჩაღ, რომ გაგახსენდა და დავალება შეასრულე, (პური). თუმცა რამდენიმე საკითხის გამეორება მოგვიწევს და პირველ რიგში , ეს შეეხება შემასმენლისა და ქვემდებარის შეთანხმებას რიცხვში (ხორცი). ძალიან საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებ შენს თხზულებაში და აუცილებლად გავაცნოთ კლასსაც, კარგი? (პური)"იმავე მეთოდით შეფასების გაკეთება შეგიძლიათ, დაავალოთ მოსწავლეებსაც. ამისთვის კი უნდა განუმარტოთ შეფასების სტრუქტურა. დაუხატეთ დაფაზე სენდვიჩი და აუხსენით, რომელი ნაწილი რას მიანიშნებს. მოსწავლეები მიეჩვევიან თანაკლასელისთვის როგორც ნეგატიური , ასევე პოზიტიური კომენტარის თქმას.
"სენდვიჩის მეთოდით" ერთმანეთის შეფასება ძალიან ახალისებს ბავშვებს. ცდილობენ კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები აღმოაჩინონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий