вторник, 20 октября 2015 г.

"პანდორას კითხვები"

 განათლების მიზანი მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის გადამუშავება და შესწავლილის პრაქტიკაში  გამოყენების უნარ–ჩვევების სწავლებაა. ამ სამი მიზნის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, რასაც სწავლობენ.
დევიდ პერკინსი აზრით, ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის არსზე ფიქრობენ. ამის მისაღწევად კი პერკინსი გვთავაზობს"პანდორას კითხვებს".
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ 4 ძირითადი კითხვა:

  1. რისი სწავლა ღირს? 
  2. რატომ არის ამის სწავლა რთული?
  3. ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლოთ?
  4. როგორ მიდის სწავლის პროცესი?
ამ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს მასწავლებლის სამოქმედო გეგმა კლასში. ყოველ თემას ამ 4 ძირითადი კითხვის ჭრილიდან უნდა მივუდგეთ, თუ გვსურს, რომ რეალური შედეგი მივიღოთ.
პანდორას კითხვებს ანუ როგორ ვასწავლოთ საუკეთსოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.

Комментариев нет:

Отправить комментарий