- თანამედროვე ფსიქოლოგიაში ემოცია განისაზღვრება , როგორც განცდა, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგალითად, გულის სწრაფ ფეთქვას...), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, სხვა ადამიანის სიყვარულს) ან ქცევაში გამოვლინებას (მაგალითად, ღიმილს).
- ემოცია შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად,სიხარული, ენთუზიაზმი, სიამოვნება და სიმშვიდე) და უარყოფითი (მაგალითად, ღელვა, გაბრაზება, შიში, წუხილი, დანაშაულის გრძნობა და სევდა).
- ფსიქოლოგები განასხვავებენ პირველად/ძირითად ემოციებს (ესაა– გაოცება, ინტერესი, სიხარული, გაბრაზება, სევდა, შიში) და შეგნებულ/გაცნობიერებულ ემოციებს.(აქ გაერთიანებულია განცდები, რომლებიც შემეცნებით აზროვნებას მოითხოვს: ემპათია, სიამაყე, ეჭვიანობა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა).
- ემოციის ფუნქციური არსი >>> ადამიანის ემოციური განცდა მისი გარემოსადმი ადაპტაციის (შეგუების) მცდელობის შედეგად იჩენს თავს.
5. სოციალური კომუნიკაციის დროს ემოციის გამოვლინება 2 მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: სასიგნალოსა და მარეგულირებელს.
- ემოციური რეგულაცია >>>ემოციების კონტროლის უნარი ადამიანის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. ემოციური რეგულაცია გულისხმობს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ინტენსივობის ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად.
- ნენსი აიზენბერგი ემოციური რეგულაციის თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ
- თავდაპირველად ემოციური რეგულაციის წყარო ბავშვებში არიან მშობლები.
- შემდეგ ზრდასთან ერთად ვითარდება ემოციური რეგულაციის კოგნიტური სტრატეგიები.
- შემდეგ არჩევენ ისეთ სიტუაციებს, სადაც თავიდან აიცილებენ უარყოფით ემოციებს.
- ასაკთან ერთად ადამიანი სწავლობს, ეფექტურად გაუმკლვადეს სტრესს.
- ემოციური ინტელექტი. საკუთარი და სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების რეგულირების უნარი.
- დანიელ გოლემანის აზრით, ემოციური ინტელექტი 4 სფეროს მოიცავს:
- ემოციური ცნობიერების განვითარება
- ემოციების მართვის უნარი
- ემოციების ამოცნობის უნარი
- ურთიერთობების მართვის უნარი.
- ემოციური კომპეტენცია. ემოციურ ინტელექტთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებაა. ეს ცნება ემოციის შემგუებლურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
- კაროლინ საარნის აზრით, ემოციური კომპეტენციის განვითარება მოიცავს სოციალურ კონტექსტებში გარკვეული უნარ–ჩვევების განვითარებას:
- ემოციური თვითცნობიერება;
- სხვა ადამიანების ემოციის წაკითხვის უნარი;
- ემოციის აღმნიშვნელი სიტყვების კულტურულად და საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით გამოყენება;
- გაცნობიერება იმისა, რომ არ არის აუცილებელი შინაგანი დ ემოციური მდგომარეობა მის გარეგნულ გამოვლინებას შეესაბამებოდეს;
- უარყოფით ემოციებთან გამკლავება თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენებით;
- გაცნობიერება იმისა, რომ ემოციური გამოვლენა გავლენას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაზე;
- ისეთ შინაგან მდგომარეობაში ყოფნა, როგორც გინდა, რომ თავს გრძნობდე.
- როცა ბავშვები იძენენ ემოციური კომპეტენციის უნარ–ჩვევეს, მათი ემოციური რეგულაციის უნარიც იზრდება.
სკოლამდელი ასაკის (2–6 წ.) ბავშვის ემოციური განვითარება
- ამ ასაკის ბავშვებს სწორად შეუძლიათ ამოიცნონ პირველადი (ძირითადი) ემოციები, თუმცა ყურადღებას უფრო გარეგან ფაქტორებზე ამახვილებენ , ვიდრე შინაგან მდგომარეობაზე. ეს ბალანსი დროთა განმავლობაში იცვლება.
- აცნობიერებენ, რომ აზროვნება და გრძნობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ადამიანი შეიძლება დანაღვლიანდეს იმის გამო, რომ გაახსენდა სევდიანი ამბავი.
- შეუძლიათ მონახონ უარყოფითი ემოციის შესამსუბუქებელი გზები(მაგალითად, მოფერება).
- ენობრივი განვითარება ხელს უწყობს ემოციის რეგულაციას. (მაგალითად, შეუძლიათ საკუთარი თავი დააწყნარონ „მამა მალე მოვა“)
- ბავშვების მიერ ასეთი სტრატეგიების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უფრო იშვიათად გამოავლენს ფეთქებად ხასიათს.
- 3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია გამოხატოს ემოცია, რომელიც მას იმ მომენტისთვის არ აქვს.
- ყველა ასაკის ბავშვს (და მოზრდილსაც) უფრო უჭირს უარყოფითი ემოციის გამოხატვა, ვიდრე დადებითის.
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ემპათიის (თანაგანცდის) უნარი.
ემოციური განვითარება უმცროსი სასკოლო ასაკის (6–11/12 წ.) ბავშვებში
- ამ ასაკის ბავშვების სიამაყისა და დანაშაულის გრძნობები მათი პირადი პასუხისმგებლობის მართვის ქვეშ ექცევა.
- ისინი თავს დამნაშავედ მხოლოდ განზრახ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო გრძნობენ.
- ისინი წარმატებასა თუ წარუმატებლობას საკუთარ მე–ს უკავშირებენ.
- ამ ასაკის ბაშვები სირცხვილს განიცდიან, როცა ისეთ სტანდარტს არღვევენ, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არაა. (მაგალითად, სოუსის გადასხმა კაბაზე)
- ძლიერი სირცხვილის გრძნობა ადამიანებში ასოცირდება საკუთარი არაადეკვატურობის განცდასთან. („მე სულელი ვარ!“) და შეგუების უნარის ნაკლებობასთან, საკუთარ თავში ჩაკეტვასთან.
- სკოლის ასაკის ბავშვებს უფრო კარგად ესმით გონებაში მიმდინარე პროცესები და შესაბამისად, უკეთ შეუძლიათ ახსნან საკუთარი ემოციები.
- ხვდებიან, რომ რამდენიმე ემოციის ერთდროულად განცდა შეუძლიათ.
- ემოციური ცნობიერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოგნიტური განვითარება და სოციალური გამოცდილებები..
- 10 წლის ბავშვთა უმრავლესობა სტრესის გადალახვის ორ ზოგად ხერხს მიმართავს: პრობლემაზე ფიქსირებულს და ემოციაზე ფიქსირებულს. ფსიქოლოგები სტრესის გადალახვის მესამე ხერხსაც გამოყოფენ–გაქცევით სტრატეგიას.
- საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი გოგონები უფრო ხშირად პრობლემაზე ფიქსირებულ სტრესის გადალახვის გზას მიმართავენ, ბიჭებს კი გაქცევითი სტილი ახასიათებთ.
ემოციური განვითარება მოზარდებში
- ფსიქოლოგები მოზარდობის ასაკს ხშირად "შფოთვის ასაკს" უწოდებენ.
- ამ დროს მოზარდის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეცვლილ სხეულთან შეგუება.
- ამ დროს უჩნდება მისწრაფება, რომ ოჯახის გავლენიდან გამოვიდეს.
- ამ დროს მოზარდები ერკვევიან საკუთარ პიროვნებაში.
- წინასწარ გადაწყვეტა – ამ ჯგუფის ინდივიდებს არასოდეს განუცდიათ პიროვნების კრიზისი, მათ ნაადრევად განამტკიცეს თავიანთი პიროვნება მშობლების (და არა საკუთარი) არჩევანის საფუძველზე. მშობლების არჩევანი ისე მიიღეს, რომ ალტერნატივვა არც განუხილავთ.
- პიროვნების დიფუზია (გაფანტვა) : ამ სტატუსის მოზარდებს არც პროფესია აურჩევიათ და არც იდეოლოგიური ფასეულობები და ღირებულებები. ისინი არც ცდილობენ ამ მიზნების გარკვევას.
- მორატორიუმი (დადება, დაყოვნება) : ამ სტატუსის მოზარდებმა უკვე დაიწყეს პროფესიული და იდეოლოგიური ალტერნატივების კვლევა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
- პიროვნების მიღწევა: ამ მოზარდებმა უკვე განიხილეს შესაძლო ალტერნატივები და დამოუკიდებლად აირჩიეს საკუთარი მიზნები, პროფესიული მიმართულებები და იდეოლოგიური შეხედულებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий