ფსიქოლოგ ერიკ ერიკსონს მიაჩნდა, რომ ადამიანთა შეხედულებები საკუთარ თავსა და სხვა ადამიანების შესახებ მთელი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლება.
2. ერიკსონის ადამიანის განვითარების კლასიკური თეორია მოიცავს 8 ფსიქო–სოციალურ სტადიას. (ამ სტადიებს ადამიანი გადის მთელი ცხოვრების მანძილზე).
3. ადამიანის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გადალახავს იგი თითოეულ კრიზისს, რომელიც ამა თუ იმ სტადიას ახასიათებს.
I. ნდობა VS უნდობლობა (ჩვილობის ასაკი, პირველი წელი)– იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევიან ჩვილს, უფროსები იმსახურებენ ბავშვის ან ნდობას ან უნდობლობას.
II. ავტონომია VS სირცხვილი , ეჭვი (1–3 წელი) – ამ დროს ბავშვი ცდილობს თავად დაიკმაყოფილოს ზოგიერთი მოთხოვნილება. უფროსებზე დამოკიდებული ავტონომიურობის შეგრძნება გაუძლიერდება , თუ სირცხვილისა და ეჭვის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
III. ინიციატივა VS დანაშაულის გრძნობა (3–5 წელი) – ამ დროს შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ინიციატივისა და საქმის დაგეგმვისა და შესრულების უნარი; ხოლო, თუ არ მისცემენ უფროსები ამის უფლებას ან დასცინებენ და აბუჩად აიგდებენ მის მცდელობას, ბავშვს განუვითარდება დანაშაულის გრძნობა საკუთარი მოთხოვნილებისა და სურვილების მიმართ.
IV. ბეჯითობა VS არასრულფასოვნების გრძნობა (6–12 წელი)– ამ დროს ბავშვს საშუალება ეძლევა ჩაერთოს სხვადასხვა საქმიანობაში, შექებისა და მოწონების შემთხვევაში იგი ბეჯითი და შრომისმოყვარე გახდება. ხოლო, თუ დავცინებთ და ყოველ მის მცდელობას, სასაცილოდ მივიჩნევთ, განუვითარდება არასრულფასოვნების გრძნობა.
V. პიროვნების იდენტობა VS საკუთარ როლთან დაკავშირებული გაურკვევლობის გრძნობა (12–20 წელი) (ბევრი თანამედროვე ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანი თავისი როლისა და ადგილის გარკვევას გაცილებით მეტ დროს ანდომებს, ვიდრე ეს ერიკსონმა მიიჩნია). – მოზარდობის ხანაში გადავლისას იწყება ფიქრი საკუთარი ადგილისა და მნიშვნელობის შესახებ. მოზარდები გაურკვევლობის გრძნობას განიცდიან იმის თაობაზე, თუ რა როლი უნდა ითამაშონ საზოგადოებაში.
VI. ინტიმურობა VS განმარტოება (20–39 წელი) – მას შემდეგ, რაც ადამიანი იპოვის საკუთარ თავს, იგი მზადაა საკუთარი ცხოვრება სხვას დაუკავშიროს. თუ მას სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარი აქვს, მალე იპოვის თანამგრძნობს, ხოლო თუ არ გააჩნია ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი, მაშინ განმარტოებას ამჯობინებს.
VII. პროდუქტულობა VS სტაგნაცია (40–59 წელი) – ხანდაზმულობის ასაკში ადამიანის მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს და მომავალ თაობას მეგზურად მოევლინოს, თუ მას ამის საშუალება არ მიეცემა, განუვითარდება სტაგნაციის გრძნობა.
VIII. მორალური და ეთიკური სიძლიერე სასოწარკვეთილება (60 წლიდან) – განვითარების ბოლო სტადიაა რეტროსპექტივა: ადამიანი თუ თვლის, რომ მისი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იყო, მას უვითარდება მორალური და ეთიკური სიძლიერის შეგრძნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий