среда, 28 октября 2015 г.

საგამოცდო პროგრამა / პროფესიული უნარები /

1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები


 1.1.სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად; გაკვეთილის დაგეგმვის მნიშვნელოვანი კომპონენტები; გაკვეთილის ეტაპები; გაკვეთილის სტრუქტურირების ძირითადი სტრატეგიები; კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დამახასიათებელი ნიშნები; გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში განათლების მიზნების ტაქსონომიის გამოყენება და მისი მნიშვნელობა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისას; სწავლის სტილისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გამოყენება და მისი მნიშვნელობა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;


1.2.სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები
      - ტრანსფერის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
      - ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
      - შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
      - კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
      - პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
      - მეტაკოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.


 1.3. სწავლების მეთოდები (დისკუსია, როლური თამაში, პროექტები, კოგნიტური დიაგრამები და სხვ), მათი ეფექტური დაგეგმვა, გამოყენება და შეფასება;


1.4.საშინაო დავალება - სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი; საშინაო დავალების ფორმები და მათი ეფექტურად გამოყენება სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;


1.5.სწავლებისა და კლასის ორგანიზების ფორმები; - დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლება; - საერთო საკლასო მუშაობა, ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა;


 2. კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია 



 2.1. ეფექტური კომუნიკაციის არსი; კომუნიკაციის სახეები (ვერბალური, წერილობითი, არავერბალური); ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან; აქტიური მოსმენის ტექნიკები; კითხვათა ტიპები და კითხვის დასმის ტექნიკები;

2.2. მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში; შინაგანი და გარეგანი მოტივაცია; აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორია; მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები;

 

3. კლასის მართვა


კლასის მართვის სტილი; კლასის ეფექტურად მართვის სტრატეგიები და უნარ-ჩვევები; კონფლიქტი და მისი მოგვარების სტრატეგიები;



4. სასწავლო პროცესის შეფასება შეფასების მიზნები; 


შეფასების ტიპები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება; მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება; შეფასების სქემების გამოყენება: შეფასების ძირითადი პრინციპები: ობიექტურობა, სანდოობა, ვალიდობა, გამჭვირვალობა; შეფასების მეთოდები - საშინაო დავალება, ტესტირება, პორტფოლიო, მასწავლებლის დაკვირვება და კომენტარი, მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება; შეფასების შედეგების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის ხელშესაწყობად და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის.




რეკომენდებული ლიტერატურა:

 განვითარებისა და სწავლის თეორიები (2010) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”;

 სწავლება და შეფასება (2010) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”;

 სასწავლო და პროფესიული გარემო (2010) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”

ია კუტალაძე (რედ.) (2010) ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

 როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. 


რობერტ ჯ. მარზანო (2009) კლასის მართვა, პირველი ქართული გამოცემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

 მ. ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, შ. მამუკიძე (2009), მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

 ანი ქიტიაშვილი (რედ.) (2008) სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში, თბილისი

 მარზანო რობერტ ჯ. (2009) ეფექტური სწავლება სკოლაში, პირველი ქართული გამოცემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.


გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი (2009, 2010, 2011, 2012) როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის: პროფესიული უნარები. თბილისი.

четверг, 22 октября 2015 г.

ემოციური განვითარება

  1. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ემოცია განისაზღვრება , როგორც განცდა, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგალითად, გულის სწრაფ ფეთქვას...), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას (მაგალითად, სხვა ადამიანის სიყვარულს) ან ქცევაში გამოვლინებას (მაგალითად, ღიმილს).
  2. ემოცია შეიძლება იყოს დადებითი (მაგალითად,სიხარული, ენთუზიაზმი, სიამოვნება და სიმშვიდე) და უარყოფითი (მაგალითად, ღელვა, გაბრაზება, შიში, წუხილი, დანაშაულის გრძნობა და სევდა).
  1. ფსიქოლოგები განასხვავებენ პირველად/ძირითად ემოციებს (ესაა– გაოცება, ინტერესი, სიხარული, გაბრაზება, სევდა, შიში) და შეგნებულ/გაცნობიერებულ ემოციებს.(აქ გაერთიანებულია განცდები, რომლებიც შემეცნებით აზროვნებას მოითხოვს: ემპათია, სიამაყე, ეჭვიანობა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა).
  1. ემოციის ფუნქციური არსი >>> ადამიანის ემოციური განცდა მისი გარემოსადმი ადაპტაციის (შეგუების) მცდელობის შედეგად იჩენს თავს.
5.      სოციალური კომუნიკაციის დროს ემოციის გამოვლინება 2 მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება: სასიგნალოსა და მარეგულირებელს.

  1. ემოციური რეგულაცია >>>ემოციების კონტროლის უნარი ადამიანის  განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. ემოციური რეგულაცია გულისხმობს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ინტენსივობის ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად.
  2. ნენსი აიზენბერგი ემოციური რეგულაციის თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ
  • თავდაპირველად ემოციური რეგულაციის წყარო ბავშვებში არიან მშობლები.
  • შემდეგ ზრდასთან ერთად ვითარდება ემოციური რეგულაციის კოგნიტური სტრატეგიები.
  • შემდეგ არჩევენ ისეთ სიტუაციებს, სადაც თავიდან აიცილებენ უარყოფით ემოციებს.
  •  ასაკთან ერთად ადამიანი სწავლობს, ეფექტურად გაუმკლვადეს სტრესს.
  1. ემოციური ინტელექტი საკუთარი და სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების რეგულირების უნარი.
  2. დანიელ გოლემანის აზრით, ემოციური ინტელექტი 4 სფეროს მოიცავს:
  • ემოციური ცნობიერების განვითარება
  • ემოციების მართვის უნარი 
  •  ემოციების ამოცნობის უნარი
  • ურთიერთობების მართვის უნარი.
  1. ემოციური კომპეტენცია ემოციურ ინტელექტთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებაა. ეს ცნება ემოციის შემგუებლურ  ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
  2. კაროლინ საარნის აზრით, ემოციური კომპეტენციის განვითარება მოიცავს სოციალურ კონტექსტებში გარკვეული უნარ–ჩვევების განვითარებას:
  •   ემოციური თვითცნობიერება;
  • სხვა ადამიანების ემოციის წაკითხვის უნარი;
  •   ემოციის აღმნიშვნელი სიტყვების კულტურულად და საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით გამოყენება;
  •  გაცნობიერება იმისა, რომ არ არის აუცილებელი შინაგანი დ ემოციური მდგომარეობა მის გარეგნულ გამოვლინებას შეესაბამებოდეს;
  •   უარყოფით ემოციებთან გამკლავება  თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენებით;
  •  გაცნობიერება იმისა, რომ ემოციური გამოვლენა გავლენას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაზე;
  • ისეთ შინაგან მდგომარეობაში ყოფნა, როგორც გინდა, რომ თავს გრძნობდე.
  1. როცა ბავშვები იძენენ ემოციური კომპეტენციის უნარ–ჩვევეს, მათი ემოციური რეგულაციის უნარიც იზრდება.
სკოლამდელი  ასაკის (2–6 წ.) ბავშვის ემოციური  განვითარება
  • ამ ასაკის ბავშვებს სწორად შეუძლიათ ამოიცნონ პირველადი (ძირითადი) ემოციები, თუმცა ყურადღებას უფრო გარეგან ფაქტორებზე ამახვილებენ , ვიდრე შინაგან მდგომარეობაზე. ეს ბალანსი დროთა განმავლობაში იცვლება.
  •   აცნობიერებენ, რომ აზროვნება და გრძნობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ადამიანი შეიძლება დანაღვლიანდეს იმის გამო, რომ გაახსენდა სევდიანი ამბავი.
  •   შეუძლიათ მონახონ უარყოფითი ემოციის შესამსუბუქებელი გზები(მაგალითად, მოფერება).
  •   ენობრივი განვითარება ხელს უწყობს ემოციის რეგულაციას. (მაგალითად, შეუძლიათ საკუთარი თავი დააწყნარონ „მამა მალე მოვა“)
  •   ბავშვების მიერ ასეთი სტრატეგიების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უფრო იშვიათად გამოავლენს ფეთქებად ხასიათს.
  •   3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია გამოხატოს ემოცია, რომელიც მას იმ მომენტისთვის არ აქვს.
  •   ყველა ასაკის ბავშვს (და მოზრდილსაც) უფრო უჭირს უარყოფითი ემოციის გამოხატვა, ვიდრე დადებითის.
  •   სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ემპათიის (თანაგანცდის) უნარი.
ემოციური განვითარება უმცროსი სასკოლო ასაკის (6–11/12 წ.) ბავშვებში
  •   ამ ასაკის ბავშვების სიამაყისა და დანაშაულის გრძნობები მათი პირადი პასუხისმგებლობის მართვის ქვეშ ექცევა.
  •   ისინი თავს დამნაშავედ მხოლოდ განზრახ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო გრძნობენ.
  •   ისინი წარმატებასა  თუ წარუმატებლობას საკუთარ მე–ს უკავშირებენ.
  •   ამ ასაკის ბაშვები სირცხვილს განიცდიან, როცა ისეთ სტანდარტს არღვევენ, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არაა. (მაგალითად, სოუსის გადასხმა კაბაზე)
  •   ძლიერი სირცხვილის გრძნობა ადამიანებში ასოცირდება საკუთარი არაადეკვატურობის განცდასთან. („მე სულელი ვარ!“) და შეგუების უნარის ნაკლებობასთან, საკუთარ თავში ჩაკეტვასთან.
  •   სკოლის ასაკის ბავშვებს უფრო კარგად ესმით გონებაში მიმდინარე პროცესები და შესაბამისად, უკეთ შეუძლიათ ახსნან საკუთარი ემოციები.
  •   ხვდებიან, რომ რამდენიმე ემოციის ერთდროულად განცდა შეუძლიათ.
  •   ემოციური ცნობიერების  განვითარებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოგნიტური განვითარება და სოციალური გამოცდილებები..
  •   10 წლის ბავშვთა უმრავლესობა სტრესის გადალახვის ორ ზოგად ხერხს მიმართავს: პრობლემაზე ფიქსირებულს  და  ემოციაზე ფიქსირებულსფსიქოლოგები სტრესის გადალახვის მესამე ხერხსაც გამოყოფენ–გაქცევით სტრატეგიას.
  •   საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი გოგონები უფრო ხშირად პრობლემაზე ფიქსირებულ სტრესის გადალახვის გზას მიმართავენ, ბიჭებს კი გაქცევითი სტილი ახასიათებთ.
ემოციური განვითარება მოზარდებში
  • ფსიქოლოგები მოზარდობის ასაკს ხშირად "შფოთვის ასაკს" უწოდებენ.
  • ამ დროს მოზარდის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეცვლილ სხეულთან შეგუება.
  • ამ დროს უჩნდება მისწრაფება, რომ ოჯახის გავლენიდან გამოვიდეს.
  • ამ დროს მოზარდები ერკვევიან საკუთარ პიროვნებაში.
ჯეიმს მარსია პიროვნების 4 სტატუსს გამოყოფს: 
  1. წინასწარ გადაწყვეტა – ამ ჯგუფის ინდივიდებს არასოდეს განუცდიათ პიროვნების კრიზისი, მათ ნაადრევად განამტკიცეს თავიანთი პიროვნება მშობლების (და არა საკუთარი) არჩევანის საფუძველზე. მშობლების არჩევანი ისე მიიღეს, რომ ალტერნატივვა არც განუხილავთ.
  2. პიროვნების დიფუზია (გაფანტვა) ამ სტატუსის მოზარდებს არც პროფესია აურჩევიათ და არც იდეოლოგიური ფასეულობები და ღირებულებები. ისინი არც ცდილობენ ამ მიზნების გარკვევას.
  3. მორატორიუმი (დადება, დაყოვნება) : ამ სტატუსის მოზარდებმა უკვე დაიწყეს პროფესიული და იდეოლოგიური ალტერნატივების კვლევა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
  4. პიროვნების მიღწევა: ამ მოზარდებმა უკვე განიხილეს შესაძლო ალტერნატივები და დამოუკიდებლად აირჩიეს საკუთარი მიზნები, პროფესიული მიმართულებები და იდეოლოგიური შეხედულებები.

საკლასო დისკუსია

დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდია. საკლასო დისკუსიიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთ ჩართულობას სასწავლო პროცესში  , ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.
2.      საკლასო დისკუსია შეიძლება მოეწყოს მასწავლებელსა და კლასს ან თავად მოსწავლეთა ჯგუფებს შორის.
3.      საკლასო დისკუსიის მოწყობა ემსახურება რამდენიმე მიზანს ერთდროულად :


·         მოსწავლეთა გააქტიურებას;
·         მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას;
·         სასწავლო მასალის ათვისების ხელისშეწყობას;
·         მოსწავლეთა კომუნიკაციის უნარის განვითარებას.
4.      დისკუსია შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც განვლილ, ისე ახალ მასალას.
5.      სასურველია, თუ გამოვიყენებთ პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც შემოგვთავაზა მოსწავლემ ან მასწავლებელმა.
6.      დისკუსიის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია კლასში მერხების განლაგება. სასურველია მერხებისწრიული ან ოთხკუთხა განლაგება.
7.      დისკუსიის წარმართვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
·         დისკუსია ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიზანსა და სფეროზე – მასწავლებელმა ნათლად უნდა განმარტოს და  ჩამოწეროს დაფაზე დისკუსიის მიზნები.
·         უნდა შევიმუშაოთ დისკუსიის წესები (ერთმანეთის მოსმენა, დროის განაწილება, რეგლამენტი).
·         გზადაგზა უნდა მოვახდინოთ რეაგირება მოსწავლეთა გამონათქვამებსა და იდეებზე, ეს დაეხმარება ბავშვს საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში.
·         წარმატებული დისკუსიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ.
·         დისკუსიის ბოლოს აუცილებელია მოეწყოს ერთგვარი შეჯამება, გაანალიზება, საკითხების ჩამოთვლა, რომელიც დისკუსიის დროს წინ წამოიწია, პროცესის შეფასება, რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რა არის შემდეგისთვის გამოსასწორებელი

როლური თამაშები / სიმულაცია

  1. სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება ახალისებს სასწავლო პროცესს და უფრო საინტერესოს ხდის მას მოსწავლისათვის.
  2.      სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია.
  3.      სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება, არსებობდეს. ერთი სიტყვით, სიმულაცია რეალობის გათამაშებაა.
  4.      სიმულაცია შეიძლება, გათამაშდეს ადამიანის მონაწილეობით და კომპიუტერის მეშვეობით.
  5.    სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით როლური თამაში ეწოდება.
  6.       სასურველია, ეს სტრატეგია გამოვიყენოთ რთული თემის დამუშავებისას.
  7.       თამაშისაგან განსხვავებით, სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული.
  8.       როლური თამაში 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:
  •        სიტუაცია;
  •        როლური თამაში;
  •      საკლასო დისკუსია. 
9.      როლური თამაშები ხელს უწყობს:
  •    საკითხის ღრმა წვდომას;
  •  მის ემოციურ დონეზე გათავისებას (როლური თამაშით მოსწავლე ხდება სხვა ინდივიდი, უკეთესად წვდება იმ ადამიანის ხასაითსა და მოტივაციას, ვის როლსაც განასახიერებს); 
  •  საკითხის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას;
  • ინფორმაციის შეფასებასა და ორგანიზებას;
  •  სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას;
  • მოსწავლის კომუნიკაციის დონის ამაღლებას;
  •  ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • ემპათიის (თანაგანცდის) განვითარებას.
10.  სიმულაციის ორგანიზებისთვის აჭიროა, მასწავლებელმა:
  •  წაახალისოს მოსწავლეები იმპროვიზაციისთვის;
  •  მოამზადებინოს მოსწავლეებს სცენარი ან რამე მარტივი მონახაზი მოქმედებისა;
  •    გადაანაწილოს როლები;
  • დადგმის არსი და მიზანი ჩამოაყალიბოს (სასურველია, წერილობით);
  •  შეძლებისდაგვარად, დაამზადებინოს მოსწავლეებს მარტივი დეკორაციები, თვითნაკეთი რესურსები, მარტივი კოსტიუმები.

11. გარდა დადებითი ეფექტებისა, გასათვალისწინებელია რამდენიმე სირთულე, რომელიც როლური თამაშების გამართვის შემთხვევაში წარმოიშობა:
  •     როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან კარგად განვითარებულ წარმოსახვის უნარს მოითხოვს!
  •    როლური თამაშების დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ზედმეტად არაფორმალური დამოკიდებულება, რაც შემდგომში გაკვეთილის  მართვის პროცესს  ხელს შეუშლის.
12. როლური თამაშების დასრულების შემდეგ ეტაპზე , სასურველია, მოხდეს ჩატარებული სამუშაოს განხილვა  და შეფასება. ამისთვის კი მიზანშეწონილია საკლასო დისკუსიისგამოყენება.

განწყობის თეორია (დიმიტრი უზნაძე)

ძირითადი პოსტულატები

  1.       აღზრდა – ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი.
  2.      აღმზრდელი, როგორც სოციალური იდეების მატარებელი, არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის (აღმზრდელისთვის) არის მნიშვნელოვანი. ეს არის უფსკრული აღსაზრდელისა და აღმზრდელის მისწრაფებებს შორის და ამასდ.უზნაძემ „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“ უწოდა. 
  3.   განწყობა – ადამიანის მთლიანპიროვნული მზაობა გარკვეული ქცევისადმი.
  4.     ქცევა არის ცოცხალი არსების, სუბიექტის გარემოსთან ურთიერთქმედების ფორმა.
  5.     ქცევის ფორმა ანიჭებს ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გარკვეულ ელფერს.
  6.    ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით,სიტუაციით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. (ცოცხალი ორგანიზმი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიმართავს გარე საგნობრივ სინამდვილეს, გარემო უშუალოდ მოქმედებს მასზე და იმ საგნის შესატყვისი მოქმედებისკენ განაწყობს, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს).
  7.  მოთხოვნილებისა და სიტუაციის შეხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდებაგანწყობა.
  8. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება –ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.
  9. ბავშვის განვითარება ქცევის პროცესში ხდება.
  10. უზნაძე ქცევის ორ კატეგორიას გამოყოფს : ექსტროგენური  (მოხმარება, მომსახურება, შრომა, საქმე) და ინტროგენური (ესთეტიკური ტკბობა, ხელოვნება, შემოქმედება, თამაში, სპორტი).
  11. ექსტროგენური ქცევა წარიმართება გარედან (საგნისგან) მიღებული იმპულსის შედეგად.
  12. ინტროგენური ქცევა  თავისუფალია გარე იძულებისგან და ის ორგანიზმის შიგნით წარმოიშობა.
  13. 13.  მოთხოვნილებას, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს უჩნდება მაშინ, როდესაც მისი ძალები უმოქმედოდ რჩება და ის აღარაა იძულებული გარკვეული პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამოქმედდეს, უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს.
  14.   ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია ესა თუ ის კონკრეტული ქცევა რომელიმე ფორმას მიაკუთვნო. ასეთი ქცევის ფორმაა სწავლა.
  15.  სწავლა მოიცავს როგორც ექსტროგენური, ასევე ინტროგენური ქცევის ფორმების ელემენტებს და ამასთან განსხვავდება თითოეული მათგანისგან.
  16.  სწავლის ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს არც ერთი ექსტროგენური ქცევის ფორმა, რომლის სწავლის საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. ამას უწოდებს უზნაძე სწავლის გენერალურ ხასიათს.

კონსტრუქტივიზმი

სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები  ეწოდება. აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზე.(თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს).
2.     კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით:
  • მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. 
  •   მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება ცოდნის აგებაში.
  •   მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს გზები, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლის პასუხისმგებლობაა.
3.     ვიგოტსკი ხაზს უსვამდა სწავლის სოციალურ ხასიათს. ბავშვები სწავლობენ 
მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად.
4.     კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანიასკაფოლდინგი. დამხმარე საშუალებებით სწავლება.  ტერმინი დაამკვიდრა ვიგოტსკიმ.

5.     მასწავლებელი კულტურული აგენტის/დესპანის როლს თამაშობს. (ვიგოტსკი)
6.     თავდაპირველად, მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს. შემდეგ კი თანდათანობით უნდა შეამციროს მხარდაჭერა და შესაძლებლობა მისცეს ბავშვს, რომ დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება.

ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორია
1.     ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენებაში.
2.     მეთოდური წინსვლა დამოკიდებულია გაუმჯობესებულენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზე.


3.     ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას ეს ფორმები მოსდევს ერთმანეთს ადამიანის ზრდასთან ერთად :
                  I.            მოქმედებითი გამოხატვა
               II.            წარმოსახვითი გამოხატვა
           III.            სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურსისტემებს ცოდნის დასაშიფრად)
4.     აღმოჩენით სწავლა – კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიააღმოჩენა წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.

7.     ცოდნის ორგანიზების გზებია: 
  •   ცნებები –  მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.
  •   სქემები (= მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა)  და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას, სცენარი ეწოდება.)
  • ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაცია აღადგინონ.
  •   თეორიები –  ადამიანები და განსაკუთრებით ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტის შესახებ..
  •    მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის შესახებ.